ეკოსკოლა
ეკოსკოლა მდგრადი განვითარების ხელშემწყობი საგანმანათლებლო პროგრამაა. ის ხელს უწყობს გარემოსდაცვითი თემების შესწავლას საკლასო ოთახში და მის გარეთ - აქტიური ქმედებების, დაკვირვების და კვლევის გზით. პროგრამა ამაღლებს მოსწავლეთა ცნობიერებას გლობალური საკითხების მიმართ, ეხმარება მათ გახდნენ უფრო ეკომეგობრულები და პასუხისმგებლიანები.
ეკოსკოლების პროგრამა აერთიანებს მთელ სასკოლო საზოგადოებას; ხელს უწყობს სასკოლო პერსონალს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შორის თანამშრომლობას. მოსწავლეებს უვითარებს გუნდური მუშაობის და პროექტების მართვის უნარებს.
ეკოსკოლის პროგრამის მეშვეობით ახალგაზრდებს შეუძლიათ შეცვალონ გარემოსდაცვითი პოლიტიკა მათ გარშემო.
UNESCO-ს და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მხარდაჭერით, ეკოსკოლა არის წამახალისებელი მექანიზმი, რომელიც დაკავშირებულია 2015-2030 წლების მდგრადი განვითარების მიზნებთან და აღიარებულია მთელს მსოფლიოში.