top of page
fb_cover_#1_logo.png

ეკოსკოლელების გზავნილები

ორგანიზაცია დავიცვათ საქართველოს სისუფთავე მეგობარ კომპანია, „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, სკოლის მოსწავლეებს მნიშვნელოვან გარემოსდაცვით აქტივობაში ჩართვას  და ისეთი მანიშნებლების შექმნაში მონაწილეობას სთავაზობს, რომლებიც ჩვენს თანამოქალაქეებს აუცილებელ გარემოსდაცვით ქმედებებზე მიანიშნებენ.

 

კონკურსმა  სტარტი 7 აპრილს, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღეს აიღო, რითაც  საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ეკოლოგიური პრობლემები მჭიდრო კავშირშია თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობასთან და გარემოსდაცვითი ჩვევების განვითარება ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა.

 

კონკურსში მონაწილეობის  წესები მარტივია: საქართველოს ყველა სკოლის მოსწავლემ, ვისაც აქვს სურვილი  წვლილი შეიტანოს უფრო მწვანე და ჯანსაღი გარემოს შექმნაში, უნდა მოიფიქროს მოცემულ სამუშაო თემებზე ისეთი გზავნილი, რომელიც მარტივად შეიძლება იქცეს საგზაო მანიშნებლად. გზავნილთან ერთად მონაწილეს შეუძლია, დამატებით, ეკოსკოლელიც დახატოს, რომელიც  გარემოსდაცვით გზავნილებს გადასცემს სხვებს.

იდეებისთვის და  სამუშაო თემების უფრო ახლოს  გასაცნობად, ყველა მონაწილეს შეუძლია ორგანიზაციის “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ გარემოსდაცვით პორტალს -  ეკოლოგს, ecolog.online და თეგეტა- გრინ პლანეტის ვებგვერდს, tgp.ge  ეწვიოს.

კონკურსში მონაწილეობა ინდივიდუალურია. მონაწილეებმა  ნამუშევრები უნდა გამოგვიგზავონ მიმდინარე წლის  15 მაისამდე, მისამართზე info@kgt.ge. ნამუშევრის გამოგზავნისას, ავტორმა აუცილებლად უნდა მიუთითოს სახელი გვარი, ასაკი და სკოლა, რომელშიც სწავლობს.

საუკეთსო გზავნილების ავტორები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.

 

 

 კონკურსის სამუშაო თემები:

 

  • დანაგვიანების შემცირება - მანიშნებლები, რომლებიც  მოგვიწოდებენ, არ დავანაგვიანოთ გარემო;

  • ბიომრავალფეროვნების დაცვა - მანიშნებლები, რომლებიც შეგვახსენებენ, რომ ბუნებაზე ზრუნვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია;

  • ნარჩენების შემცირება და გადამუშავება - მანიშნებლები, რომლებიც  გონივრული მოხმარების აუცილელობაზე მიგვითითებენ.

  • „თეგეტა - გრინ პლანეტის“ სპეციალური ნომინაცია, რომელიც სპეციფიკური ნარჩენების  გადამუშავების მნიშვნელობაზე გვიმახვილებს ყურადღებას. ამ ნომინაციის თემებია:

  • საბურავების, საავტომობილო ზეთების და აკუმულატორის გადამუშავება.

 

აქვე, შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სკოლის მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცოდნის და უნარების განვითარებაა.

სწორედ ამიტომ, 2020 წლიდან,  ორგანიზაცია გახდა საერთაშორისო გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) ადგილობრივი წარმომადგენელი, რომელთან თანამშრომლობითაც საქართველოში  ინერგება ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამა. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან, გარემოსდაცვითი  ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით.

 

 „თეგეტა გრინ პლანეტ“  წარმოადგენს თეგეტას ჰოლდინგში შემავალ კომპანიას, რომლის ძირითადი საქმიანობა უკავშირდება სპეციფიური ნარჩენის სწორად მართვის ხელშეწყობას. კომპანია პასუხისმგებელია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესრულებაზე, რომელიც მოიცავს მწარმოებლის და იმპორტიორის პასუხისმგებლობას ბაზარზე განთავსებულ საკუთარ პროდუქტსა და განთავსებული პროდუქტის მოხმარების შემდგომ ეტაპზეც, პროდუქტის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.

საუკეთესო ნამუშევრები

ნარჩენების მართვა:

თორნიკე დევდარიანი; მე-11 კლასი, ქვემო ქართლი, წალკა, სოფელ ბარეთის საჯარო სკოლა

დემეტრე თინიკაშვილი, 10 წლის, გორის N7 საჯარო სკოლა

ანა ტრაპაიძე; 8 წლის, იმერეთი, სამტრედიის N1 საჯარო სკოლა

ბიომრავალფეროვნება:

თეკლა კაკაბაძე; 9 წლის, იმერეთი, დიდი ჯიხაიშის საჯარო სკოლა

გიორგი ბედია, მე-6 კლასი, სერგიეთის საჯარო სკოლა, მარტვილი

სანდრო გოლავა; 13 წლის, მცხეთა, სოფელ ჩარდახის საჯარო სკოლა

დანაგვიანება:

ნოდარ ჩილინგარაშვილი; 11 წლის სამცხე-ჯავახეთი, ადიგენი, სოფელ არლის საჯარო სკოლა

ელენე მანია, 12 წლის (USA)

მარი ნატარიძე; 16 წლის, ქვემო ქართლი, სოფ.შულავერის N1 საჯარო სკოლა

ნომინაცია თეგეტა გრინ პლანეტისგან:

მარიამ სილაგაძე; 13 წლის, რაჭა, სოფელ დეხვირის საჯარო სკოლა

ანრი მელაძე; 15 წლის, ბათუმის მე - 16 საჯარო სკოლა

მარიამ გახარია ; 15 წლის, ჩხოროწყუ, მუხურის თემის საჯარო სკოლა

bottom of page